Software Engineer Intern

05.06.2024

Full-Time


AzRy, პროგრამული და აპარატურული გადაწყვეტილებების მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას Software Engineer intern-ისა და Software Engineer-ის  პოზიციებზე. 

კომპანია AzRy საუკეთესო ადგილია მკვეთრი პროფესიული ზრდისა და უნიკალური გამოცდილების მიღებისთვის.       

AzRy-ს სისტემებს საქართველოში ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი იყენებს. დაგროვილმა გამოცდილებამ და წარმატებულმა პროექტებმა გაგვიჩინა საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ამბიცია. იმედი გვაქვს, რომ ხვალ, შენი დახმარებით, მილიონობით ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით გავუმარტივებთ ცხოვრებას!

შეგიძლია, გაეცნო AzRy-ს მიერ დამუშავებული მნიშვნელოვანი პროდუქტების მოკლე ჩამონათვალს:

  • AzRy-ს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა უკვე მუშაობს თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში. მათ რიცხვს მალე შეემატება ქუთაისი, გორი, ფოთი, თელავი და სხვა ქალაქები. ჩვენი სისტემა ყოველდღიურად უზრუნველყოფს მილიონამდე მგზავრობას;

  • AzRy-ს თვითმომსახურების ტერმინალების მართვის მოწინავე სისტემა უზრუნველყოფს ბაზარზე ამ სფეროში საქართველოში მომუშავე ლიდერი კომპანიების წარმატებულ მოღვაწეობას. სისტემა მართავს ათასობით თვითმომსახურების მოწყობილობას და მომხმარებლებს მრავალფეროვანი სერვისების არჩევანს სთავაზობს;

  • AzRy-ს სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომფორტული და ინოვაციური მეთოდებით მიწოდებას. საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების უმეტესობა ჩვენი სისტემებით სარგებლობს;

  • AzRy საქართველოს ფინანსური სექტორისთვის არაერთ კრიტიკულ სისტემას ქმნის. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული და კომპლექსური ლიზინგის მართვის სისტემაა, რომელიც დანერგილია და წარმატებით მუშაობს საქართველოს ლიზინგის კომპანიებში, მათ შორის ლიდერ კომპანიაში, რომელიც ბაზრის 75% ფლობს;

  • AzRy პარტნიორობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან, მაგ. Discovery Limited, Vitality Group Inc. და ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფით. 

AzRy-ს გუნდის წევრობისთვის აუცილებელია:

  • იყო გონებაგახსნილი, შრომისმოყვარე, ამბიციური, ცნობისმოყვარე და გამბედავი;

  • გქონდეს პროფესიული ზრდის მუდმივი სურვილი;

  • არ გეშინოდეს ექსპერიმენტების, გამოწვევების და სიახლეების; 

  • გიყვარდეს გუნდური მუშაობა;

  • გქონდეს პროგრამირების ენის Java-ს ცოდნა;

  •  ინგლისური ენის ცოდნა;

  • Spring Boot-თან მუშაოობის გამოცდილება ჩაითვლება პლიუსად;
     

როგორც AzRy-ს გუნდის წევრი, მიიღებ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;

  • ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს;

  • კომფორტულ გარემოს საუკეთესო და თანამედროვე სამუშაო სივრცეში; 

  • და რაც მთავარია კრეატიულ და მეგობრულ გარემოში AzRy-ან პროექტებზე მუშაობისგან მიღებულ სიამოვნებას;
     

გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი? მაშინ შეავსე განაცხადი. დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში.

Apply

Select
    Unhandled error occurred. Please try again later.
    Error
    Session expired