ბიზნეს ანალიტიკოსი
02.05.2025სრული განაკვეთი
AzRy აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე. ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე, ინოვაციურად მოაზროვნე კანდიდატს, რომელიც გახდება ხიდი ბიზნეს იდეებსა და ტექნიკურ განხორციელებას შორის.
AzRy 2004 წლიდან ქმნის კომპლექსურ პროგრამულ და აპარატურულ გადაწყვეტილებებს. საქართველოს მასშტაბით ჩვენი სისტემებით ყოველდღიურად 1.5+ მილიონი ადამიანი სარგებლობს, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, თვითმომსახურების ტერმინალების და ფინანსური სექტორის მიმართულებით. დაგროვილი გამოცდილებით ახლა საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ვგეგმავთ.
ჩვენთან იპოვით მკვეთრი პროფესიული ზრდის შესაძლებლობას და მნიშვნელოვან სისტემებზე მუშაობის უნიკალურ გამოცდილებას, რომლებიც რეალურ გავლენას ახდენენ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
შენი მოვალეობები იქნება:
- ახალი პროდუქტების/ფუნქციონალის მოთხოვნების მოკვლევა და ბიზნეს მოთხოვნების შესწავლის, დამუშავებისა და ანალიზის მიზნით პროექტის დამკვეთთან კომუნიკაციაში ჩართულობა;
- პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე, აქტიური კომუნიკაციის წარმოება კლიენტთან;
- ბიზნეს მოთხოვნების ტექნიკურ მოთხოვნებში გადაყვანის უზრუნველყოფა;
- პროექტის ახალი ამოცანების დეველოპმენტ გუნდისთვის ჩამოყალიბება;
- დეველოპმენტ გუნდის მიერ შესრულებული ამოცანების ტესტირება;
- ამოცანის სრულად და ხარისხიანად შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
- შესრულებული საკითხებისა და მთლიანი პროდუქტის ტესტირების უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
- პროდუქტის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- დამკვეთისთვის რეალიზებული ამოცანების პრეზენტაცია;
- საჭიროების შემთხვევაში, კლიენტისათვის ტრენინგების ჩატარება;
- მომხმარებლის სახელმძღვანელოსა და პროექტისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის შედგენა;
- პროექტის მხარდაჭერის ეტაპზე შემოსული ხარვეზების ანალიზი და საკითხების დეველოპერისთვის აღწერა;
გამოგვეხმაურე, თუ:
- ხარ გონებაგახსნილი, შრომისმოყვარე, დეტალებზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური, ამბიციური, ცნობისმოყვარე და გამბედავი;
- გაქვს Agile პროცესებთან მუშაობის გამოცდილება;
- გაქვს ტექნიკური პროექტების პრაქტიკული გამოცდილება;
- გაქვს პროფესიული ზრდის მუდმივი სურვილი;
- არ გეშინია ექსპერიმენტების, გამოწვევების და სიახლეების;
- გიყვარს გუნდური მუშაობა;
როგორც AzRy-ს გუნდის წევრი, მიიღებ:
- გამოვლენილი შესაძლებლობისა და წარმადობის შესაბამის კონკურენტულ ანაზღაურებას
- კომპანიაში დანერგილი წახალისების სისტემის შესაბამისად ყოველწლიურ ბონუსს
- ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს
- კომფორტულ გარემოს საუკეთესო და თანამედროვე სამუშაო სივრცეში
- კრეატიულ და მეგობრულ გარემოში AzRy-იან პროექტებზე მუშაობისგან მიღებულ სიამოვნებას
ჩვენ ვაფასებთ შესაძლებლობებს და პოტენციალს იმდენადვე, რამდენადაც არსებულ გამოცდილებას. თუ გაქვთ სწავლის სურვილი და ენთუზიაზმი, ნუ მოგერიდებათ განაცხადის შემოტანა!
გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი? შეავსეთ განაცხადი ქვემოთ მოცემულ ბმულზე. დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში.