Java Developer
06.05.2025სრული განაკვეთი
შეუერთდი AzRy-ის გუნდს და იმუშავე საერთაშორისო მასშტაბის პროექტზე!
AzRy-ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდებისა და მგზავრთა საინფორმაციო სისტემებით ყოველდღიურად 1.5 მილიონამდე ადამიანი სარგებლობს საქართველოს 27 ქალაქში. ჩვენს მიერ შექმნილი პლატფორმა ემსახურება როგორც მგზავრებს, ასევე სატრანსპორტო კომპანიებს - ტრანსპორტის დაგეგმვის, დისპეჩერიზაციისა და მონიტორინგის პროცესებში.
ახალი პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სისტემების დანერგვას ევროკავშირის ერთ-ერთ ქალაქში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს - ტექნოლოგიური განვითარების მოყვარულ, ინოვაციური აზროვნებისა და შრომისმოყვარე ინჟინრებს.
პროექტი მოიცავს:
-
არსებული სისტემების მოდერნიზაციას;
-
ფუნქციონალის გაფართოებას;
-
ახალი სისტემების დიზაინსა და დანერგვას.
თუ გსურს შენი ცოდნა და გამოცდილება რეალურ, რთულ, საინტერესო გამოწვევებით სავსე პროექტში გამოიყენო და გაიღრმაო, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი!
რას გთავაზობთ:
-
კონკურენტულ ანაზღაურებას;
-
ყოველწლიურ ბონუსს;
-
ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს;
-
კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო სივრცეს;
-
მეგობრულ და კრეატიულ გუნდურ გარემოს.
ამჟამად ვეძებთ:
-
Java დეველოპერს
-
QA & Testing Specialist
გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი? შეავსე განაცხადი და თუ შენი გამოცდილება ჩვენი ამოცანებისთვის შესაფერისი იქნება, აუცილებლად დაგიკავშირდებით!