Java Developer

06.05.2025

Full-Time


შეუერთდი AzRy-ის გუნდს და იმუშავე საერთაშორისო მასშტაბის პროექტზე!

AzRy-ის საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდებისა და მგზავრთა საინფორმაციო სისტემებით ყოველდღიურად 1.5 მილიონამდე ადამიანი სარგებლობს საქართველოს 27 ქალაქში. ჩვენს მიერ შექმნილი პლატფორმა ემსახურება როგორც მგზავრებს, ასევე სატრანსპორტო კომპანიებს - ტრანსპორტის დაგეგმვის, დისპეჩერიზაციისა და მონიტორინგის პროცესებში.

ახალი პროექტის ფარგლებში, რომელიც გულისხმობს სისტემების დანერგვას ევროკავშირის ერთ-ერთ ქალაქში, ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს - ტექნოლოგიური განვითარების მოყვარულ, ინოვაციური აზროვნებისა და შრომისმოყვარე ინჟინრებს.

პროექტი მოიცავს:

  • არსებული სისტემების მოდერნიზაციას;

  • ფუნქციონალის გაფართოებას;

  • ახალი სისტემების დიზაინსა და დანერგვას.

თუ გსურს შენი ცოდნა და გამოცდილება რეალურ, რთულ, საინტერესო გამოწვევებით სავსე პროექტში გამოიყენო და გაიღრმაო, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი!

რას გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;

  • ყოველწლიურ ბონუსს;

  • ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს;

  • კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო სივრცეს;

  • მეგობრულ და კრეატიულ გუნდურ გარემოს.

ამჟამად ვეძებთ:

  • Java დეველოპერს

  • QA & Testing Specialist

 

გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი? შეავსე განაცხადი და თუ შენი გამოცდილება ჩვენი ამოცანებისთვის შესაფერისი იქნება, აუცილებლად დაგიკავშირდებით!

Apply

Select
Unhandled error occurred. Please try again later.
Error
Session expired