Quality Assurance & Testing Specialist

06.05.2025

სრული განაკვეთი


შეუერთდი AzRy-ის გუნდს და იმუშავე საერთაშორისო მასშტაბის პროექტზე!

 

შენი მოვალეობები იქნება:

  • პროგრამული პროდუქტების ტესტირების სტრატეგიის და გეგმის შემუშავება

  • რეგრესული, ინტეგრაციული და სისტემური ტესტირების ჩატარება

  • აღმოჩენილი შეცდომების დეტალური აღწერა და დოკუმენტირება

  • პროდუქტის მოთხოვნების შესაბამისი ტესტ-ქეისების შემუშავება და განხორციელება

  • პროდუქტის ხარისხის მაჩვენებლების მონიტორინგი და პროაქტიული პრობლემების გამოვლენა

  • ტექნიკურ და პროდუქტის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა

 

გამოგვეხმაურე, თუ გაქვს:

  • ინტერესი პროგრამული პროდუქტების შექმნისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართ

  • პრობლემების აღმოჩენისა და მათი ძირეული მიზეზების გამოკვლევის უნარი და ენთუზიაზმი

  • ცნობისმოყვარეობა ტესტირების მეთოდოლოგიებისა და ტექნიკების მიმართ

  • დეტალებზე ორიენტირებული და ამასთანავე სისტემური აზროვნება

  • ძლიერი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები ქართულ და ინგლისურ ენებზე

  • მზაობა სწრაფად ისწავლოთ და გამოიყენოთ ახალი ტექნოლოგიები

 

უპირატესობა მიენიჭება:

  • ტესტირების მეთოდოლოგიების ცოდნას

  • პროგრამული პროდუქტების ტესტირების გამოცდილებას

  • ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნის გამოცდილებას

  • პროგრამულ ინჟინერიაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე სფეროში განათლებას

 

როგორც AzRy-ს გუნდის წევრი, მიიღებ:

  • გამოვლენილი შესაძლებლობისა და წარმადობის შესაბამის კონკურენტულ ანაზღაურებას

  • კომპანიაში დანერგილი წახალისების სისტემის შესაბამისად ყოველწლიურ ბონუსს

  • ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს

  • კომფორტულ გარემოს საუკეთესო და თანამედროვე სამუშაო სივრცეში

  • კრეატიულ და მეგობრულ გარემოში AzRy-იან პროექტებზე მუშაობისგან მიღებულ სიამოვნებას

 

დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით მაქსიმუმ 3 კვირის განმავლობაში.

გამოაგზავნეთ განაცხადი

აირჩიეთ
დაფიქსირდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა. გთხოვთ, მოგვიანებით სცადოთ.
შეცდომა
სესია ამოიწურა