Strong Middle/Senior Software Engineer
11.04.2025სრული განაკვეთი
AzRy, პროგრამული და აპარატურული გადაწყვეტილებების მწარმოებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას Strong Middle/Senior Software Engineer-ის პოზიციაზე.
კომპანია AzRy საუკეთესო ადგილია მკვეთრი პროფესიული ზრდისა და უნიკალური გამოცდილების მიღებისთვის.
AzRy-ს სისტემებს საქართველოში ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი იყენებს. დაგროვილმა გამოცდილებამ და წარმატებულმა პროექტებმა გაგვიჩინა საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ამბიცია. იმედი გვაქვს, რომ ხვალ, შენი დახმარებით, მილიონობით ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით გავუმარტივებთ ცხოვრებას!
შეგიძლია, გაეცნო AzRy-ს მიერ დამუშავებული მნიშვნელოვანი პროდუქტების მოკლე ჩამონათვალს:
-
AzRy-ს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდებისა და მართვის სისტემა დანერგილია თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში და საქართველოს კიდევ 23 ქალაქში. ჩვენი სისტემა ყოველდღიურად უზრუნველყოფს 1.5 მილიონზე მეტი მგზავრის მომსახურებას, აუმჯობესებს მათ გამოცდილებას და ამარტივებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას მთელი ქვეყნის მასშტაბით;
-
AzRy-ს თვითმომსახურების ტერმინალების მართვის მოწინავე სისტემა უზრუნველყოფს ბაზარზე ამ სფეროში საქართველოში მომუშავე ლიდერი კომპანიების წარმატებულ მოღვაწეობას. სისტემა მართავს ათასობით თვითმომსახურების მოწყობილობას და მომხმარებლებს მრავალფეროვანი სერვისების არჩევანს სთავაზობს;
-
AzRy-ს სისტემა უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის საერთაშორისო ფულადი გზავნილების კომფორტული და ინოვაციური მეთოდებით მიწოდებას. საქართველოს ფინანსური ინსტიტუტების უმეტესობა ჩვენი სისტემებით სარგებლობს;
-
AzRy საქართველოს ფინანსური სექტორისთვის არაერთ კრიტიკულ სისტემას ქმნის. მათგან ერთ-ერთი გამორჩეული და კომპლექსური ლიზინგის მართვის სისტემაა, რომელიც დანერგილია და წარმატებით მუშაობს საქართველოს ლიზინგის კომპანიებში, მათ შორის ლიდერ კომპანიაში, რომელიც ბაზრის 75% ფლობს;
-
AzRy პარტნიორობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან, მაგ. Discovery Limited, Vitality Group Inc. და ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფით.
AzRy-ს გუნდის წევრობისთვის აუცილებელია:
-
იყო გონებაგახსნილი, შრომისმოყვარე, ამბიციური, ცნობისმოყვარე და გამბედავი;
-
გქონდეს პროფესიული ზრდის მუდმივი სურვილი;
-
არ გეშინოდეს ექსპერიმენტების, გამოწვევების და სიახლეების;
-
გიყვარდეს გუნდური მუშაობა;
-
ინგლისური ენის ცოდნა;
ეს ვაკანსია თქვენთვის არის, თუ:
- გაქვთ სიღრმისეული ცოდნა შემდეგ ტექნოლოგიებში:
- Spring, Spring Boot
- Java EE (JPA, CDI, EJB, JMS, JAX-WS, JAX-RS…)
- REST და SOAP
- JPA და Hibernate
- Web ტექნოლოგიები (React.js, HTML, CSS, JS, ...);
- SQL მონაცემთა ბაზები
- ფლობთ და მისდევთ პროგრამირების საუკეთესო პრაქტიკებს:
- DRY
- KISS
- YAGNI
- SOLID
- გაქვთ რეალურ პროექტზე მუშაობის გამოცდილება;
- გაქვთ თქვენი თავის რწმენა, რომ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ რთულ ამოცანებს;
როგორც AzRy-ს გუნდის წევრი, მიიღებ:
-
კონკურენტულ ანაზღაურებას;
-
კომპანიაში დანერგილი წახალისების სისტემის შესაბამისად ყოველწლიურ ბონუსს;
-
ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს;
-
კომფორტულ გარემოს საუკეთესო და თანამედროვე სამუშაო სივრცეში;
-
და რაც მთავარია კრეატიულ და მეგობრულ გარემოში AzRy-ან პროექტებზე მუშაობისგან მიღებულ სიამოვნებას;
გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი? მაშინ შეავსე განაცხადი. დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით 2-3 კვირის განმავლობაში.