Functional Specification Analyst/Writer
11.04.2025სრული განაკვეთი
AzRy აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის სპეციფიკაციების ანალიტიკოსის (Functional Specification Analyst/Writer) პოზიციაზე. ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე, ინოვაციურად მოაზროვნე კანდიდატს, რომელიც გახდება ხიდი ბიზნეს იდეებსა და ტექნიკურ განხორციელებას შორის.
ეს პოზიცია გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, გახდეთ კრეატიული პროცესის ნაწილი, სადაც თქვენი ყოველდღიური საფიქრალი იქნება:
- როგორ გაუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება და საქმიანობა თანამედროვე ტექნოლოგიებით
- როგორი უნდა იყოს სისტემის ქცევა მომხმარებლების კომფორტული და პროდუქტიული მუშაობისთვის
- როგორ უნდა შეიქმნას ინოვაციური პროგრამული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეფუძნება თანამედროვე სტანდარტებს
- როგორ უნდა აღწეროთ და დაადოკუმენტიროთ გუნდის გენიალური იდეები ტექნიკური და არატექნიკური ადამიანებისთვის მარტივად გასაგებად.
AzRy 2004 წლიდან ქმნის კომპლექსურ პროგრამულ და აპარატურულ გადაწყვეტილებებს. საქართველოს მასშტაბით ჩვენი სისტემებით ყოველდღიურად 1.5+ მილიონი ადამიანი სარგებლობს, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის, თვითმომსახურების ტერმინალების და ფინანსური სექტორის მიმართულებით. დაგროვილი გამოცდილებით ახლა საერთაშორისო ბაზარზე გასვლას ვგეგმავთ.
ჩვენთან იპოვით მკვეთრი პროფესიული ზრდის შესაძლებლობას და მნიშვნელოვან სისტემებზე მუშაობის უნიკალურ გამოცდილებას, რომლებიც რეალურ გავლენას ახდენენ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
შენი მოვალეობები იქნება:
- ახალი პროდუქტების/ფუნქციონალის მოთხოვნების მოკვლევა და ანალიზი
- ბიზნეს პროცესების მოდელირება და დოკუმენტირება
- დეტალური ფუნქციონალური სპეციფიკაციების შემუშავება და დოკუმენტირება
- სამომხმარებლო ნაკადების (User Flows) და სისტემის ქცევის აღწერა
- კონცეპტუალური და პროცესების დიაგრამების შექმნა
- მოთხოვნების ცვლილებების მართვა პროექტის მიმდინარეობისას
- ტექნიკურ გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა და მოთხოვნების გარკვევა/დაზუსტება
გამოგვეხმაურე, თუ გაქვს:
- გამოცდილება პროგრამული პროდუქტების შექმნის პროცესში ნებისმიერ როლში (სტაჟირება, საკურსო, საბაკალავრო, სამეგობრო პროექტი)
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- პროგრამული პროდუქტების და მომხმარებლის გამოცდილების (UX) გაგების უნარი
- ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნის გამოცდილება
- ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა
- მზაობა სწრაფად ისწავლოთ და გამოიყენოთ ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები
- ძლიერი კომუნიკაციის უნარი როგორც ტექნიკურ, ისე არატექნიკურ თანამშრომლებთან
- გუნდური მუშაობის განცდა და პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული მიდგომა
უპირატესობა მიენიჭება:
- განათლებას კომპიუტერულ მეცნიერებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ან მონათესავე სფეროში
- გამოცდილებას დიაგრამების შექმნაში
- გამოცდილებას API სპეციფიკაციებთან მუშაობაში
- მონაცემთა ბაზებთან მუშაობის ცოდნას
როგორც AzRy-ს გუნდის წევრი, მიიღებ:
- გამოვლენილი შესაძლებლობისა და წარმადობის შესაბამის კონკურენტულ ანაზღაურებას
- კომპანიაში დანერგილი წახალისების სისტემის შესაბამისად ყოველწლიურ ბონუსს
- ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს
- კომფორტულ გარემოს საუკეთესო და თანამედროვე სამუშაო სივრცეში
- კრეატიულ და მეგობრულ გარემოში AzRy-იან პროექტებზე მუშაობისგან მიღებულ სიამოვნებას
ჩვენ ვაფასებთ შესაძლებლობებს და პოტენციალს იმდენადვე, რამდენადაც არსებულ გამოცდილებას. თუ გაქვთ სწავლის სურვილი და ენთუზიაზმი, ნუ მოგერიდებათ განაცხადის შემოტანა!
გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი? შეავსეთ განაცხადი ქვემოთ მოცემულ ბმულზე. დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში.