Java Developer
01.09.2025Full-Time
AzRy, მაღალტექნოლოგიური პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის მწარმოებელი ლიდერი კომპანია საქართველოში, რომელიც 15 წელიწადზე მეტია მუშაობს კომპლექსური გადაწყვეტების შექმნაზე ფინანსური სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურების, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ინდუსტრიებისთვის, როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო კლიენტებთან აცხადებს ვაკანსიას Java Developer Intern/Junior-ის პოზიციაზე.
შერჩეულ კანდიდატებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთონ პროექტებში როგორც ლოკალურ ასევე საერთაშორისო კლიენტებთან.
AzRy ფლობს და ავითარებს გადაწყვეტილებებს შემდეგი თემატური მიმართულებებით:
- კომუნალური და საბანკო გადახდები
- ფულადი გზავნილები
- თვითმომსახურების ტერმინალები
- სატრანსპორტო სისტემები: დაგეგმარება, დისპეჩერიზაცია, მგზავრების ინფორმირების სისტემები, ელექტრონიკა)
- POS ტერმინალები
- IoT, Embedded Systems
- სხვა: სალიზინგო, ნოტიფიკაციები, დოკუმენტბრუნვა, ნაღდი ფულის მართვა და ა.შ.
აუცილებელი მოთხოვნები:
- Java პროგრამირების პრიცნიპები.
- განათლება Computer Science-ის მიმართულებით
- სხვადასხვა სახის ავტომატური ტესტების წერის გამოცდილება.
- SQL ის საბაზისო ცოდნა (SELECT, JOIN, …)
- Git-თან მუშაობის გამოცდილება.
პლიუსად ჩაითვლება თუ:
- გაგაჩნიათ Spring Framework ის საბაზისო ცოდნა
- გაგაჩნიათ JPA / Hibernate საბაზისო ცოდნა
- გაგაჩნიათ Docker / CI/CD საბაზისო ცოდნა
რას გთავაზობთ:
- თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის საუკეთესო შესაძლებლობას
- საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას
- პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობას
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- სპორტული და გამაჯანსაღებელი ობიექტის სერვისებით სარგებლობას კომპანიის თანადაფინანსებით
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი. თქვენი კანდიდატურით დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით 30 დღის განმავლობაში.