ელექტრონიკის ინჟინერი / სტაჟორი

15.09.2025

არასრული განაკვეთი


AzRy აცხადებს ვაკანსიას ელექტრონიკის ინჟინერის / სტაჟორის პოზიციაზე. ვეძებთ ადამიანებს, რომლებსაც ესმით ელექტრონიკა, პროგრამირება, უყვართ ტექნოლოგიები და თავის მომავალს უკავშირებენ IT სფეროს.

ჩვენ ნულიდან ვაპროექტებთ ელექტრონულ მოწყობილობებს და ვაკეთებთ პროგრამულ უზრუნველყოფას მათთვის. სავარაუდოდ ნანახი გექნებათ აზრის მიერ წარმოებული მეტროს ტურნიკეტები, ავტობუსის ვალიდატორები, გაჩერების ტაბლოები - ეს და კიდევ მრავალი სხვა პროდუქტი, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად შეგხვდებათ, აზრის ინჟინრების მიერ არის შექმნილი.

კომპანია AzRy საუკეთესო ადგილია მკვეთრი პროფესიული ზრდისთვის. ჩვენთან ერთად შენ დააგროვებ უნიკალურ გამოცდილებას როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო ბაზრისთვის პროდუქტების შექმნაში.

AzRy- გუნდის წევრობისთვის აუცილებელია:

  • გქონდეს პროფესიული ზრდის მუდმივი სურვილი;
  • იყო გონებაგახსნილი, ცნობისმოყვარე და გამბედავი;
  • არ გეშინოდეს ექსპერიმენტების, გამოწვევების, სიახლეების და მზად იყო ბევრი შრომისთვის;
  • გიყვარდეს გუნდური მუშაობა;
  • იცოდე ციფრული და ანალოგური ელექტრონიკა, კანდიდატს უნდა შეეძლოს მარტივი წრედების გარჩევა და აწყობა;
  • გქონდეს მიკროკონტროლერის პროგრამირების გამოცდილება C, С++ ენებზე და შეგეძლოს მათი გამოყენება;   

უპირატესად ჩაითვლება თუ გაქვს ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი:

  • პროგრამირების გამოცდილება - Python, Java, Zig, Rust, Go;
  • იცი linux და გესმის ოპერაციული სისტემების საფუძვლები;
  • გიმუშავია Git ვერსიების კონტროლის სისტემასთან;
  • გაგიკეთებია რამე FPGA-ს გამოყენებით, გქონია შეხება HDL ენებთან, როგოციაა VHDL ან Verilog;
  • 3D მოდელირება / პროექტირება: Autocad, Inventor, SolidWorks;
  • ელექტრონული სქემების დახაზვა, პლატების დაპროექტება, სარჩილავთან ახლო ურთიერთობა;
  • ლაბორატორიული და საწარმოო აპარატურასთან მუშაობის გამოცდილება - 3D პრინტერი, CNC როუტერი, ლაზერული მჭრელი და ა.შ.

როგორც AzRy- გუნდის წევრი, შენ მიიღებ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • გუნდს, რომელიც ყოველთვის მზად არის დახმარებისა და ცოდნის გასაზიარებლად;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს;
  • ნორმირებულ სამუშაო განრიგს;
  • კომფორტულ გარემოს საუკეთესო და თანამედროვე სამუშაო სივრცეში;  

გთხოვ განაცხადს დაურთო შენი გამოცდილების აღწერა (პროექტების ჩამონათვალი, რომელშიც გამოგიყენებიათ თქვენი ცოდნა).

გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი? მაშინ შეავსე განაცხადი. დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებით მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში.   

გამოაგზავნეთ განაცხადი

აირჩიეთ
დაფიქსირდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა. გთხოვთ, მოგვიანებით სცადოთ.
შეცდომა
სესია ამოიწურა