QA Engineer

20.09.2026

Full-Time


This position requires native or near-native proficiency in Georgian, both written and spoken. Applications without fluent Georgian will not be considered

 

AzRy - პროგრამული და აპარატურული გადაწყვეტილებების მწარმოებელი კომპანია - აცხადებს ვაკანსიას QA Engineer-ის პოზიციაზე.

ჩვენ შესახებ

AzRy-ს სისტემებს საქართველოში ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი იყენებს. დაგროვილმა გამოცდილებამ და წარმატებულმა პროექტებმა გაგვიჩინა საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ამბიცია - იმედი გვაქვს, რომ ხვალ, შენი დახმარებით, მილიონობით ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით გავუმარტივებთ ცხოვრებას.

ჩვენი თანამშრომლების შეფასებით, კომპანია AzRy არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი სწრაფი პროფესიული ზრდისა და უნიკალური გამოცდილების მისაღებად. სწორედ ამიტომ AzRy პოპულარულია სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის.

მოკლედ იმის შესახებ, რასაც ვქმნით:

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდებისა და მართვის სისტემა - დანერგილია თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და საქართველოს კიდევ 23 ქალაქში; ყოველდღიურად 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება;
  • თვითმომსახურების ტერმინალების მართვის მოწინავე სისტემა - მართავს ათასობით მოწყობილობას ამ სფეროში ბაზრის ლიდერ კომპანიებში;
  • საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, რომლითაც საქართველოს წარმატებული ფინანსური ინსტიტუტების დიდი ნაწილი სარგებლობს;
  • ლიზინგის მართვის კომპლექსური სისტემა, რომელიც წარმატებით მუშაობს ბაზრის 75%-ის მფლობელ ლიდერ კომპანიაში;
  • პარტნიორობა საერთაშორისო კომპანიებთან - Discovery Limited, Vitality Group Inc. და სხვები.

როლის შესახებ

ვეძებთ QA Engineer-ს, რომელიც ჩაერთვება ფინტექ და თვითმომსახურების მიმართულების პროდუქტების ტესტირებაში. ეს ის როლია, სადაც ხარისხზე პასუხისმგებლობა რეალურია: სისტემები, რომლებსაც შენ შეამოწმებ, ყოველდღიურად ფულთან და ათასობით მომხმარებელთან მუშაობს.

ჩვენს გუნდში ვაფასებთ ცნობისმოყვარეობას, გამბედაობასა და ექსპერიმენტის სურვილს - და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც მოტივირებულია თვითგანვითარებისთვის.

სამუშაო მოვალეობები

  • მოთხოვნებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი, გაურკვევლობებისა და წინააღმდეგობების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა;
  • სატესტო დოკუმენტაციის შედგენა და განახლება;
  • ფუნქციური, რეგრესიული, ინტეგრაციული ტესტირების ჩატარება;
  • დეფექტების აღწერა, პრიორიტეტიზაცია და მათი სასიცოცხლო ციკლის მართვა;
  • ყოველდღიური კომუნიკაცია ინჟინრებთან, ბიზნეს ანალიტიკოსებსა და შესბამისი პროდუქტების მენეჯერებთან;
  • რელიზის მზაობის შეფასება და პროდაქშენში გასვლის მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 2 წლის გამოცდილება მანუალურ ტესტირებაში, რეალურ კომერციულ პროექტებზე;
  • ტესტირების თეორიისა და პრაქტიკის სიღრმისეული ცოდნა;
  • ხარისხიანი, რეპროდუცირებადი ბაგ-რეპორტების წერის უნარი;
  • ტესტ-მენეჯმენტისა და საკითხების ტრექინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Jira);
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ინგლისური ენა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან სამუშაოდ საკმარის დონეზე.

უპირატესობად ჩაითვლება

  • API-ს ტესტირების გამოცდილება (Postman, Swagger);
  • SQL-ის საბაზისო ცოდნა მონაცემების დამოუკიდებლად შემოწმებისთვის;
  • ფინტექ, საბანკო ან საგადახდო სისტემების დომენის ცოდნა;
  • აპარატურასთან (ტერმინალები, პრინტერები, გადახდის აპარატები) მუშაობის გამოცდილება;
  • ტესტირების ავტომატიზაციის საბაზისო გაგება.

თუ გამოცდილება ჯერ არ გაქვს

ჩვენთვის გამოცდილების წლები არ არის მთავარი საზომი - მთავარია აზროვნების წესი. თუ ფორმალურად ნაკლები გამოცდილება გაქვს, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენი პოზიციაა, გამოგვიგზავნე განაცხადი და აუცილებლად დაურთე სამოტიაციო წერილი (5-10 წინადადება):

რას გთავაზობთ

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კომპანიაში დანერგილი წახალისების სისტემის შესაბამისად - ყოველწლიურ მოგების განაწილებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს;
  • სპორტული და გამაჯანსაღებელი ობიექტების სერვისებით სარგებლობას კომპანიის თანადაფინანსებით;
  • კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას გუნდში, სადაც ცოდნის გაზიარება და მხარდაჭერა ყოველდღიური პროცესის ნაწილია.

Apply

Select
Unhandled error occurred. Please try again later.
Error
Session expired