QA Engineer
20.09.2026სრული განაკვეთი
AzRy - პროგრამული და აპარატურული გადაწყვეტილებების მწარმოებელი კომპანია - აცხადებს ვაკანსიას QA Engineer-ის პოზიციაზე.
ჩვენ შესახებ
AzRy-ს სისტემებს საქართველოში ყოველდღიურად ასობით ათასი ადამიანი იყენებს. დაგროვილმა გამოცდილებამ და წარმატებულმა პროექტებმა გაგვიჩინა საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ამბიცია - იმედი გვაქვს, რომ ხვალ, შენი დახმარებით, მილიონობით ადამიანს მსოფლიოს მასშტაბით გავუმარტივებთ ცხოვრებას.
ჩვენი თანამშრომლების შეფასებით, კომპანია AzRy არის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი სწრაფი პროფესიული ზრდისა და უნიკალური გამოცდილების მისაღებად. სწორედ ამიტომ AzRy პოპულარულია სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შორის.
მოკლედ იმის შესახებ, რასაც ვქმნით:
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადახდებისა და მართვის სისტემა - დანერგილია თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და საქართველოს კიდევ 23 ქალაქში; ყოველდღიურად 1.5 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება;
- თვითმომსახურების ტერმინალების მართვის მოწინავე სისტემა - მართავს ათასობით მოწყობილობას ამ სფეროში ბაზრის ლიდერ კომპანიებში;
- საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა, რომლითაც საქართველოს წარმატებული ფინანსური ინსტიტუტების დიდი ნაწილი სარგებლობს;
- ლიზინგის მართვის კომპლექსური სისტემა, რომელიც წარმატებით მუშაობს ბაზრის 75%-ის მფლობელ ლიდერ კომპანიაში;
- პარტნიორობა საერთაშორისო კომპანიებთან - Discovery Limited, Vitality Group Inc. და სხვები.
როლის შესახებ
ვეძებთ QA Engineer-ს, რომელიც ჩაერთვება ფინტექ და თვითმომსახურების მიმართულების პროდუქტების ტესტირებაში. ეს ის როლია, სადაც ხარისხზე პასუხისმგებლობა რეალურია: სისტემები, რომლებსაც შენ შეამოწმებ, ყოველდღიურად ფულთან და ათასობით მომხმარებელთან მუშაობს.
ჩვენს გუნდში ვაფასებთ ცნობისმოყვარეობას, გამბედაობასა და ექსპერიმენტის სურვილს - და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც მოტივირებულია თვითგანვითარებისთვის.
სამუშაო მოვალეობები
- მოთხოვნებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ანალიზი, გაურკვევლობებისა და წინააღმდეგობების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა;
- სატესტო დოკუმენტაციის შედგენა და განახლება;
- ფუნქციური, რეგრესიული, ინტეგრაციული ტესტირების ჩატარება;
- დეფექტების აღწერა, პრიორიტეტიზაცია და მათი სასიცოცხლო ციკლის მართვა;
- ყოველდღიური კომუნიკაცია ინჟინრებთან, ბიზნეს ანალიტიკოსებსა და შესბამისი პროდუქტების მენეჯერებთან;
- რელიზის მზაობის შეფასება და პროდაქშენში გასვლის მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მინიმუმ 2 წლის გამოცდილება მანუალურ ტესტირებაში, რეალურ კომერციულ პროექტებზე;
- ტესტირების თეორიისა და პრაქტიკის სიღრმისეული ცოდნა;
- ხარისხიანი, რეპროდუცირებადი ბაგ-რეპორტების წერის უნარი;
- ტესტ-მენეჯმენტისა და საკითხების ტრექინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Jira);
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინგლისური ენა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან სამუშაოდ საკმარის დონეზე.
უპირატესობად ჩაითვლება
- API-ს ტესტირების გამოცდილება (Postman, Swagger);
- SQL-ის საბაზისო ცოდნა მონაცემების დამოუკიდებლად შემოწმებისთვის;
- ფინტექ, საბანკო ან საგადახდო სისტემების დომენის ცოდნა;
- აპარატურასთან (ტერმინალები, პრინტერები, გადახდის აპარატები) მუშაობის გამოცდილება;
- ტესტირების ავტომატიზაციის საბაზისო გაგება.
თუ გამოცდილება ჯერ არ გაქვს
ჩვენთვის გამოცდილების წლები არ არის მთავარი საზომი - მთავარია აზროვნების წესი. თუ ფორმალურად ნაკლები გამოცდილება გაქვს, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენი პოზიციაა, გამოგვიგზავნე განაცხადი და აუცილებლად დაურთე სამოტიაციო წერილი (5-10 წინადადება):
რას გთავაზობთ
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- კომპანიაში დანერგილი წახალისების სისტემის შესაბამისად - ყოველწლიურ მოგების განაწილებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტს;
- სპორტული და გამაჯანსაღებელი ობიექტების სერვისებით სარგებლობას კომპანიის თანადაფინანსებით;
- კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას გუნდში, სადაც ცოდნის გაზიარება და მხარდაჭერა ყოველდღიური პროცესის ნაწილია.
